საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩოხატაურში, ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
სამუშაოები ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ სოფლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
- სოფელ ხიდისთავში ახალი ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა.
სამუშაოების ღირებულება 120 660 ლარია.
- ე.წ. გიგას აღმართზე, 430 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, არმირებული ბეტონის საფარი დაიგო, რომლის ღირებულებამაც 219 700 ლარი შეადგინა.
- ხელმძღვანელმა პირებმა ასევე მოინახულეს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
. ნ. კალანდაძის მიმართულებით სანიაღვრე არხისა და გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოების ღირებულება 30 186 ლარია.
. მეგრელიძეების უბანში გზისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ღირებულება 55 378 ლარია.
. 27 დაზარალებულ ოჯახს სახლის სახურავი და გადახურვისთვის საჭირო მასალები გადაეცა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 75 780 ლარია.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და მოისმინეს სოფლის საჭიროებების შესახებ.