„ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებს.
გამარჯვებული პროექტებია:
- „ბავშვთა რაგბის გაძლიერების ხელშეწყობა“- პროექტის ავტორი: ნიკოლოზ ცინცაძე
- „Sport is Life“- პროექტის ავტორი: თეკლა კალანდაძე
- „ციფრული ტექნიკა-ფანჯარა გარესამყაროში“ – პროექტის ავტორი: ომარ ჟღენტი
- „ახალგაზრდული სივრცე ზოტში“ – პროექტის ავტორი: ჯემალ ართმელაძე
გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ გამოავლინა.
თითოეული პროექტი 5 000 ლარით დაფინანსდება.
კონკურსი ჩოხატაურის მერიის ახალგაზრდული საბჭოს, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.