ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და შპს „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საწვრთნელი პროცესის მონიტორინგი ჩატარდა.
პროექტის რეგიონული კოორდინატორი თენგიზ კაცია და პროექტის მენეჯერი გია ისიანი, ჩოხატაურელ მწვრთნელებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
მემორანდუმის თანახმად, ბავშვებს სავარჯიშო ინვენტარი გადაეცათ.
პროექტის მხარდამჭერია ონლაინ მაღაზია https://isurve.ge/, რომელმაც სპორტული ინვენტარი საჩუქრად გადასცა მუნიციპალიტეტს.