ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე წიფნარის საჯარო სკოლის პედაგოგ ნუნუ ანდღულაძეს პირადად შეხვდა და მიღწეული წარმატებისთვის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადასცა.
ქალბატონი ნუნუ, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა და ის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა.
„მინდა, მთელი ჩოხატაურის სახელით ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისათვის და კიდევ მრავალი წარმატება ვუსურვო ახალი თაობის ღირსეულად აღზრდაში.“ – ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.