მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, 13:00 საათზე, მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები, რომელთა დაფინანსებაც იგეგმება მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან.
ასევე, 16:00 საათზე, ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება ბუკისციხეში, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში.
ღონისძიებების ორგანიზატორია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ტექნიკური მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, მობრძანდეთ.