ქალაქ თბილისში ჩატარდა ფორუმი სახელწოდებით „მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიები ურბანულ განვითარებაში“. ფორუმის მიზანი იყო პოლონური და ქართული გამოცდილების გაზიარება მდგრადი და ჭკვიანი ქალაქების შექმნის სფეროში. ექსპერტებმა ორივე ქვეყნიდან წარმოადგინეს თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითები ქალაქის ტიპის დასახლებებისთვის.
მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს სივრცით დაგეგმარებასა და თანამედროვე ურბანულ მენეჯმენტზე, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა უსაფრთხოების, საცხოვრებელი კომფორტისა და მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკურ საჭიროებებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებმა, ასევე ექსპერტებმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
ფორუმზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ წარმოადგინა ჩოხატაურის გამოცდილება დასახლებების ენერგოეფექტურად დაგეგმარების კუთხით. სოლიდარობის ფონდი პლ 2019 წლიდან თანამშრომლობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ენერგოეფექტრურობის მიმართულებით. მუნიციპალიტეტში ამჟამად ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტი ენერგოეფექტურობის თემაზე.
ფორუმის ფარგლებში ორგანიზებული იყო B2B / B2G შეხვედრები, სადაც საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ პოლონელ მწარმოებლებს და მეტი შეეტყოთ მათი მიღწევების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება კერძო-საჯარო თანამშრომლობის პრეცედენტს შეუწყობს ხელს.
ღონისძიება ჩატარდა პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით, პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოსა (PAIH) და ფროფერთი ჯორჯია (Property Georgia) თანაორგანიზებით და საქართველოში სოლიდარობის ფონდი პლ-ის (SFPL) მხარდაჭერით.