სოფელ შუა ამაღლებაში, მერეს უბანში, ახალი ასფალტის საფარი დაიგო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
- ასფალტი დაიგო გზის 750-მეტრიან მონაკვეთზე;
 
- გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა;
 
- სამუშაოების ღირებულება 317 908 ლარია.
 
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
 
 
