ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ფარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხანის მიმართულებით, 1,6 კმ-იან მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი დაიგო; სრულად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა.
პროექტის ღირებულება 541 000 ლარია.
სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.