ჩოხატაურისა და ტარჩინის მუნიციპალიტეტებს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.
შეთანხმების მთავარი მიზანია გურიის სოფლების განვითარების ხელშეწყობა ტურისტული მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და მეწარმეთა ეკონომიკურ გაძლიერებას.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, მაია კუტუბიძემ და ტარჩინის მუნიციპალიტეტის მდივანმა, მარჩინ კილიანსკიმ.