ჩოხატაურში, მთავარ ნაძვის ხესთან, საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც არტისტი „თამადა“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურია“ მონაწილეობდნენ.
პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.
ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივებს ახალი წლის შემობრძანება ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცა.
საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.