გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე მხარის რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე.