23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაბის სამ ბაღს ეწვივნენ. პატარებს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ზღაპრები წაუკითხეს და მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად წიგნები გადასცეს.