პრეტენდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულია აღნიშნული შესყიდვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: shorenakacharava@yahoo.com უნდა წარმოადგინონ:
- მიმართვა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არეასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ანგარიშის ნომერი ბანკიდან;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ფასთა მოკვლევის წესი:
შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია განსაფასებლად ელექტრონული ფოსტის საშუალებით (shorenakacharava@yahoo.com) დაეგზავნება არანაკლებ სამ პრეტენდენტს, რომლებმაც უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის მიღების დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში თავისი განფასებული ხარჯთაღრიცხვა, არაუმეტეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა.
ხელშეკრულება დაიდება იმ პრეტენდენტთან, რომელიც დააფიქსირებს შესყიდვის დაბალ ფასს და დოკუმენტაცია წარმოდგენილი ექნება ხარვეზის გარეშე (ხარვეზიანი დოკუმენტი არ განიხილება). თუ პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასები იქნება ერთნაირი, მაშინ ხელშეკრულება გაუფორმდება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა გადმოაგზავნა დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
რეგისტრაციის ვადაა 2024 წლის 20 ივნისის ჩათვლით.