ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერ კონკურსს.
საკონკურსო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 20 000(ოციათას) ლარს, თითოეულ პროექტზე, თანადაფინანსების (სუბსიდირება) მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, მაქსიმალური – 4000 ლარს.
კონკურსის მიზანია:
ქალების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანაბარი გარემოს შექმნას.
იხილეთ კონკურსის წესები და საკონკურსო განაცხადის ფორმა