ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდა:
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა სოფელ მეწიეთსა და ხიდისთავი-ზენობნის გზიდან სასაფლაოზე მისასვლელ მონაკვეთზე.
პროექტების ჯამური ღირებულება 166 391 ლარია.
ასევე, სოფელ მეწიეთის მიმართულებით (“სკიჯის სახლთან”) შიდა გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა, რომლის ღირებულებაც 91 110 ლარია.
სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებშიც, რომელთა ჯამური ღირებულებაც 877 651 ლარია.
მიმდინარე და დასრულებული პროექტები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.