ჩოხატაურის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩომეთში, სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას გაეცნენ.
მეწყერული მოვლენების განვითარების შედეგად, ჩავარდა შიდასაუბნო გზის მონაკვეთი. უმოკლეს ვადაში დაიწყება შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები, ხოლო, დაზიანებული გზის მონაკვეთზე დაიგეგმება აღდგენითი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.