ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, მოადგილესთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ა(ა)იპების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და კომუნალური სერვისების მიმართულებით.
იმსჯელეს თითოეული სფეროს გაუმჯობესებისთვის არსებულ გამოწვევებსა და მათ გადაჭრის გზებზე.