
პირველ თებერვალს ჩავედით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, მერის მოადგილეებს, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს.
ჩვენმა გუნდმა წარადგინა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები, განვიხილეთ ჩოხატაურის საჭიროებები და გამოწვევები და “თანა-შექმნის“ პრინციპით მოვახდინეთ იდენტიფიცირება იმ პრიორიტეტული სფეროების, სადაც პროგრამას შეუძლია მხარდაჭერა მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესების და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასევე განვიხილეთ მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერების და დანერგვის შესაძლებლობები.