პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” გაიმართა შეხვედრა, ჩოხტაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან, ასევე, ფოკუს ჯგუფთან, ჩოხატაურის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
პროექტის მიზანი არის მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში. პროექტი ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შესაბამისად, იგი მხარს უჭერს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას. კვლევის მიზანი არის შეისწავლოს სამიზნე მუნიციპალიტეტებში (თბილისი, მარნეული, ახმეტა, ამბროლაური, ბოლნისი, ბორჯომი, გორი, ზესტაფონი, თელავი, თეთრიწყარო, ონი, ოზურგეთი, რუსთავი, ჩოხატაური და წყალტუბო) არსებული მდგომარეობა სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით, შეაფასოს რა გამოწვევები არსებობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით და გამოავლინოს ის შესაძლებლობები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეობითი პროცესების გაუმჯობესებას. კვლევა ორიენტირებულია გააანალიზოს მოქალაქეთა მონაწილეობის მდგომარეობა 2021 – 2022 წლების მონაცემებების მიხედვით და ასევე, აფასებს მუნიციპალიტეტში არსებულ მოქალაქეთა მონაწილეობის ზოგად გამოცდილებასა და მიდგომებს. კვლევის ფარგლებში შეფასდება არსებული რეალობა, მათ შორის მარეგულირებელი ჩარჩოს, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების, პოლიტიკის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული ტენდენციები და გამოწვევები; გამოვლინდება რამდენად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, ინკლუზიური და ღიაა მუნიციპალიტეტი თანამშრომლობისთვის. ასევე შეფასდება რა საჭიროებები აქვს მუნიციპალიტეტს და სამოქალაქო/კერძო სექტორს მონაწილეობითი პროცესების გასაუმჯობესებლად.
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.