
პარასკევს, 𝟐 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრას მართავს!


იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს არეგისტრირებს.
შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.


