ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვაზიანში, 1 კილომეტრსა და 575 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 254 283 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.