ჩოხატაურში სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა და სასადილო. შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.