ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 5 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა.
ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩევლებმა მიიღეს ინფორმაცია და პრაქტიკაში გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები.
ასევე, მოქალაქეები გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო.