ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ბუკნარი-ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, რომლის ბიუჯეტიც 990 186 ლარს შეადგენს.
ასფალტის საფარი დაიგო გზის 3, 650-კილომეტრიან მონაკვეთზე.
სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.