ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
ქვენობნის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდა სოფელ ქვენობნის ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე, სოფელ ბუკნარში ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო გზის 1 200-მეტრიან მონაკვეთზე.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და ჯამურად 569 797 ლარი შეადგინა.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.