პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის, დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
სოფელ ხიდისთავში, ანა კალანდაძის სახელობის სკვერში, საზეიმოდ გაიხსნა პოეტის ბიუსტი (მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია).
ღონისძიებაზე ისაუბრეს პოეტის მოგონებებზე მშობლიურ სოფელთან დაკავშირებით; ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მისი ლექსები წაიკითხეს; ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.
საღამოს, მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ანა კალანდაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში მიმდინარეობს.