ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ საკრებულოს სხდომაზე, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
მერმა ისაუბრა მერიის სამსახურების საქმიანობაზე, განხორციელებულ სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე განიხილა 2025 წლის პრიორიტეტები.