გილოცავთ შობას!
ქრისტეს შობა უდიდესი დღესასწაულია თითოეული მართლმადიდებლისათვის.
ყველაზე მეტად ამ დღეს ვიაზრებთ უფლის ადამიანთა მიმართ სიყვარულს, ვგრძნობთ სათნოების, იმედისა და თავმდაბლობის ძალას.
ვისურვოთ, მუდამ ერთიანნი ვყოფილიყოთ ღვთის, სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულში.
მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.
დავით შარაშიძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი