ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში უკვე ტრადიციად ქცეული დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოვდნენ მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების თანამშრომლები და პედაგოგები. 2024 წელს გაწეული მუშაობის გამო საუკეთესო ნომინანტებს სპეციალური საჩუქრები და სიგელები გადასცეს.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო თითოეული ჩოხატაურელის მიმართ, რომელიც ღირსეულად ემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში. მადლობა კულტურის ცენტრსა და ყველა სტუმარს.“-აღნიშნა ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ.