„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები დაიწყო.
შეხვედრები გაიმართა საყვავისტყის, დაბლაციხის, ბუკისციხისა და იანეულის მოსახლეობასთან.
მოქალაქეებმა თავიანთი სოფლებისთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს.
შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.