ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლებში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლომდე ყველა მიმართულებით აღდგება.
ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს: ამაღლებას, სამებას, ვანს, ზომლეთს, ბუკნარსა და ქვენობანს. აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
წყლის მიწოდებაა შეწყვეტილი დაბაში, სადაც ასევე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
გზის გაწმენდის სამუშაოებს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე და მერის მოადგილე მინდია ჟღერია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად გაეცნენ.



