რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა.
ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ:
599 226 423;
599 222 609
იწმინდება ცენტრალური გზები. ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც.
მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა.
სამუშაო პროცესებს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე ადგილზე ეცნობა.
ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში ერთი დღით, ხოლო ბაღებში ორი დღით შეჩერდა.





