ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
რაც შეეხება რთული რელიეფის მქონე სურების მიმართულებას, აქტიურად გრძელდება ცენტრალური გზის გაწმენდა.
ელექტროენერგია ყველა სოფელში აღდგენილია.
ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე სოფელში კვლავ შეზღუდულია. პრობლემურ ზონებში მობილიზებულნი არიან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ტექნიკური ჯგუფები.



