„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა.
აღნიშნული პროგრამისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის 730 000 ლარია გამოყოფილი. თითოეულ სოფელში მოსახლეობა თავად წყვეტს, რომელი პროექტი დაფინანსდეს.
შეხვედრებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ,დავით შარაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.