ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან, ნიკოლოზ დუმბაძესთან, ერთად მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც მერმა აღნიშნა, თითოეულ საკითხს შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ და მაქსიმალურად ეცდებიან მათ სწრაფად გადაჭრას.