ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აფხაზეთის ომსა და 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებს ეწვია და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ნობათები გადასცა.