ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა დაესწრნენ.
აღნიშნული ფესტივალი მიზნად ისახავს გურული ენდემური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის პოპულარიზაციას და გურიის რეგიონში მევენახეობის განვითარებას.
მასში როგორც ცნობილი ღვინის მწარმოებლები, ასევე, ადგილობრივი მცირე საოჯახო ტიპის მარნები იღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ გურული ღვინის ფესტივალის ორგანიზებით გაიმართა.