ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის ქ. ლეჟაისკში

მიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქ. ლეჟაისკში.
დელეგაციის წევრები დაესწრნენ ქ. ლეჟაისკში ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე პოლონეთის პრლამენტის წევრები და საეკლესიო პირები.
ვიზიტის დროს განხორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქ. ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც ადგილზე გაეცვნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ქ. ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქ. ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოახატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების განხორციელება.
პოლონეთის მხრიდან ასევე გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქ. ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელება.
2020 წლის ივნისის თვეში ქ. ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება“, ანსამბლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად დაეთმობა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ოფიციალური  ვიზიტი პოლონეთის ქ. ლეჟაისკში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG