ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელოვნების სასახლეში ანჩისხატის ტაძრის გუნდის ტრადიციული მუსიკის კონცერტს დაესწრო.
კონცერტი ჩატარდა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში. შესრულდა ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები.



