ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კოხნარში მცხოვრებ ლიდა გოგუაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ იუბილარს საჩუქრად 500 ლარი გადასცა.

