გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ჩოხატაურელი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
რუსეთ-საქართველოს ომს სამი ჩოხატაურელი მებრძოლი შეეწირა, მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი და მურთაზ ირემაძე.