ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს ძირითადი გამოწვევები და არსებული საჭიროებები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონების კულტურული პოტენციალის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩოხატაურის მერიასთან სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.