ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ მოქალაქეთა მიღება გამართა.
მიღების ფარგლებში განიხილეს მოქალაქეების საჭიროებები. თითოეული საკითხი გადაეცა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, რათა განხორციელდეს მათი დროული შესწავლა და სათანადო რეაგირება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიღება ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული ფორმატი უზრუნველყოფს მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.



