ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძესთან ერთად, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაფუძნებული რეკომენდაციები. ხაზი გაესვა ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრას მერის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



