„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, მოადგილე ლევან ჩხიკვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას საყვავისტყის, დაბლაციხის, ბუკისციხისა და იანეულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდა.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის 730 000 ლარია გამოყოფილი. თითოეულ სოფელში მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
11 თებერვალს, 11:00 საათიდან, კონსულტაციები გაიმართება გოგოლესუბანში, შუა ამაღლებაში, ამაღლებასა და სამებაში.

