ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის, გრიგოლ მეგრელიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
„გრიგოლ მეგრელიშვილი გმირობისა და სამშობლოსადმი თავდადების ნათელი მაგალითია. მან საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დაცვას შესწირა, რის გამოც მისი სახელი ღირსეულ ადგილს იკავებს ქვეყნის ისტორიაში“ – განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა.
მერთან ერთად, გრიგოლ მეგრელიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა მამალაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენელმა ლომგულ ტრაპაიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

