ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ბერძენიშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების დედებს 3 მარტი — დედის დღე მიულოცა.
„გულითადად გილოცავთ ამ განსაკუთრებულ თარიღს და გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. განსაკუთრებით მსურს მივულოცო გმირების დედებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის ყველაზე ძვირფასი გაიღეს. თქვენი ძალა, ღირსება და სიმტკიცე ჩვენი საზოგადოებისთვის მაგალითი და პატივისცემის საფუძველია“ — აღნიშნა მინდია ჟღერიამ.
მილოცვას ასევე შეუერთდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

