„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა.
აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 730 000 ლარი გამოეყო. თითოეულ სოფელში მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა, რომელი პროექტი დაფინანსდეს.

