18 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერძენიშვილთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო ჩოხატაურელი გმირების – მერაბ ახობაძის, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილის და მურთაზ ირემაძის საფლავები.
წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

