ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა მინდია ჟღერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ბერძენიშვილმა და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ჩოხატაურში მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასების მქონე, ოქროსა და ვერცხლის 56 მედალოსანი დააჯილდოვეს.
საღამო გიგა პაპასკირისა და ია ტომაშის კონცერტით დასრულდა.
ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.

